Header image  
kino  
  
 
 
 
 


oTaraanT qvrivi
1

მიხეილ ჭიაურელის 1957 წლის ქართული მხატვრული ფილმი, რომელიც გადაღებულია ილია ჭავჭავაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1958 წლის 28 სექტემბერს ქალაქ მოსკოვში. ვენეციის XIX საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო დიპლომი 1958 წელს.

siuJeti

ოთარაანთ ქვრივში მთავარ როლს ასრულებენ: ვერიკო ანჯაფარიძე და გიორგი შენგელაია.

ფილმის სიუჟეტის თანახმად, ოთარაანთ ქვრივის ერთადერთი ვაჟი გიორგი ყოფილი ბატონის სახლში მოჯამაგირედ დადგომას გადაწყვეტს. თავმოყვარე ქვრივს დარდი მოსვენებას არ აძლევს, ხვდება, რომ მის შვილს თავადის ქალი კესო შეუყვარდა. გიორგი სიხარულით ემსახურება თავადის ასულს, ეზო-კარს წალკოტად უქცევს, თუმცა გულისნადებს ვერ მიახვედრებს. თივის ზვინიდან გადმოვარდნილი გიორგი სასიკვდილოდ დაშავდება, მხოლოდ სიკვდილის წინ გაუმჟღავნებს კესოს სიყვარულს. ზამთრის ერთ დღეს ოთარაანთ ქვრივს შვილის საფლავზე ნახავენ გაყინულს.

rolebSi

  • ვერიკო ანჯაფარიძე - ოთარაანთ ქვრივი
  • გიორგი შენგელაია - გიორგი
  • ბორის ანდრონიკაშვილი - თავადი არჩილი
  • დინარა ჟორჟოლიანი - კესო - თავადის ასული
  • კოტე დაუშვილი
  • ირაკლი ნიჟარაძე
  • მარიამ დავითაშვილი
  • ალექსანდრე გომელაური
  • ალექსეი ზაგორსკი
  • ვახტანგ ნინუა
  • აკაკი კვანტალიანი
  • ბადრი კობახიძე
  • ალექსანდრე ომიაძე - სოფლის თავკაცი
  • მიხეილ მგელაძე - ადვოკატი
  • ირინე მაღალაშვილი - მანანა
  • გიორგი დავითაშვილი
  • გიორგი ჟუჟუნაშვილი
 

ixileT aseve